დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2642 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022802 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2642
2016 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ განკარგულების დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, (გარდა №3, №6, №10, №16, №17, №18 და №19 დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა) ამავე დანართებში მითითებული ოდენობების შესაბამისად, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების მიწოდება 3 (სამი) ეტაპად, ხოლო ამ განკარგულების №3, №6, №10, №16, №17, №18 და №19 დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის – 2 (ორი) ეტაპად, ამავე დანართებში მითითებული ოდენობების შესაბამისად;“;
ბ) განკარგულების №6 და №8 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) განკარგულებას დაემატოს №17, №18 და №19 დანართები თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები