დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 213-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 470010000.05.001.018315 |
|
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 98-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საბჭო არის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს და დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს უფლებამონაცვლე.“. 2. მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. უმცროს ექიმს, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დაწყებული აქვს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მიღება, საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ მას დასრულებული აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 28 დეკემბერი 2016 წ. N213-რს |
დოკუმენტის კომენტარები