„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016301
37
28/12/2016
ვებგვერდი, 04/01/2017
010250050.35.161.016301
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2016 წლის 28 დეკემბერი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20   მუხლის   საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებგარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  03/07/2015, 010250050.35.161.016242) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების  დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” განსაზღვრული წესები“.

2. დადგენილების  დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ.მ-ზე, ყოველ სანებართვო წელზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი