„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 17/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016300
36
28/12/2016
ვებგვერდი, 04/01/2017
010250050.35.161.016300
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2016 წლის 28 დეკემბერი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20   მუხლის   საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებგარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის 40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  24/06/2015, 010250050.35.161.016241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

1. გადაწყვეტილებას ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების შესახებ სხდომაზე ინდივიდუალურად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი განკარგულებით. ჯილდოს სახით მწვრთნელზე ერთჯერადად გასაცემი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წარმატებული სპორტსმენ(ებ)ის დასაჯილდოებელი თანხის 50%-ს.

იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, მწვრთნელი დაჯილდოვდება საუკეთესო ტიტულის მქონე სპორტსმენის მაჩვენებლის შესაბამისად.

სპორტსმენის რამდენიმე გამარჯვების საკითხის ერთდროულად განხილვის შემთხვევაში, მწვრთნელს ერთჯერადი ჯილდო მიეცემა წარმატებული სპორტსმენის საუკეთესო მაჩვენებლის შესაბამისად.

2. გუნდური გამარჯვების შემთხვევაში, გუნდის და ცალკეული სპორტსმენის დაჯილდოების საკითხი არ განიხილება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი