დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“,სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“,სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს„გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის №1968 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2634 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022794 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2634
2016 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის №1968 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის №1968 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები