საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2016 წლის ანგარიში

  • Word
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო"
მიღების თარიღი 19/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
19/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2016 წლის ანგარიში
სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო"

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს

2016 წლის ანგარიში

(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით )

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ა ” და “ე ” პუნქტები

• მიმდინარე წლის განმავლობაში , 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ” შემოვიდა 1 (ერთი ) განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ , რომელიც სრულად დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ განცხადება სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ” არ შემოსულა .

აღნიშნულ პერიოდში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ” საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს .

• მიმდინარე 2016 წლის განმავლობაში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ” მრჩეველთა საბჭოს საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია .

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცილი კოდექსის 49-ე მუხლის “გ ” პუნქტი

• სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ” საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვება , დამუშავება , შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება დადგენილი წესით . ამასთან , აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ” არქივში და საქმისწარმოების განყოფილებაში არსებულ სათავსოში .

• სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელეივიზიასა და რადიოში ” დაცული ინფორმაცია შესაბამისი პირის /პირების პერსონალური მონაცემების შესახებ მიმდინარე 2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით არ გაცემულა .

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “დ ” პუნქტი

• მიმდინარე, 2016 წლის განმავლობაში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელეივიზიისა და რადიოს ” თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამისად , მათ არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა .

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ვ ” პუნქტი

• სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელეივიზიასა და რადიოს ” მიმდინარე 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს .

5.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ზ ” პუნქტი

• მიმდინარე, 2016 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49(ზ ) მუხლით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების ) გადახდას სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ” მხრიდან ადგილი არ ჰქონია .

 

მალხაზ ბოლქვაძე

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი

2016 წლის 10 დეკემბერი