დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 599 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.019666 |
599
28/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
010320000.10.003.019666
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) მინისტრის პირველი მოადგილე; ბ) მინისტრის მოადგილე. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) დეპარტამენტის დირექტორი; ბ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; გ) მინისტრის აპარატის უფროსი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი; ბ) აპარატის სამმართველოს უფროსი. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) მთავარი სპეციალისტი; ბ) სპეციალისტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები