ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

  • Word
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.170.016001
  • Word
81
23/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
000000000.00.170.016001
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №81

2016 წლის 23 დეკემბერი

. ზუგდიდი  

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის “ე“ პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2016 წლის 13 სექტემბრის №7 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა განკარგულება:

1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თბილისის ქ. 43 ტერიტორიაზე, თბილისის ქუჩის გადაკვეთიდან ლაღიძის ქუჩის ჩიხამდე უსახელო გზის მონაკვეთს მიენიჭოს ხეივნის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიაში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკონონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქუჩა 12).

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარის     

მოვალეობის შემსრულებელი                                                                გიორგი თოდუა