დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №1721 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2632 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022792 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2632
2016 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №1721 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №1721 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ“ შეთანხმების მე-10 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიის (შემდგომში − კომისია) ქართული მხარე შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი მატკავა − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
კახაბერ გულედანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
მაია ბითაძე − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
გოჩა ლორთქიფანიძე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
დავით ჯალაღანია − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
ნუგზარ გასვიანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;
ვახტანგ დათუნაშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;
ვახტანგ ლაშქარაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ლევან მაჭავარიანი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;
გრიგოლ კაკაურიძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, კომისიის წევრი;
გიორგი ცინცაძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები