დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №289 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022787 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2627
2016 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 №289 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №289 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზოგიერთი სოფლის ელექტროფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №1196 განკარგულებით განსაზღვრული სოფლების (მანანაური, ცხუმალდი, ბავარი და ხაჩეში) ელექტროფიცირებასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 347 437 (სამას ორმოცდაშვიდი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები