„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2626
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022786
  • Word
2626
23/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
000000000.00.003.022786
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2626

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს  იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გამოუყოს 592 412 (ხუთას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას თორმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა 20 ერთეულით, მოსამართლის თანაშემწის 20 ერთეულითა და სხდომის მდივნის (რეფერენტის) 20 საშტატო ერთეულით გაზრდასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად − 92 412 (ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას თორმეტი) ლარი;

ბ) 2017 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21 1  მუხლის („ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა“) ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად − 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი