დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №1014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2623 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022767 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2623
2016 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტი კი ს სამინისტროსათ ვი ს თანხი ს გამოყოფი ს შესახე ბ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №1014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის № 1014 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის № 2548 განკარგულებით გათვალისწინებული ასანთის ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასანთის მწარმოებელ საწარმომდე გაზისა და ელექტროენერგიის მიყვანასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 50 500 (ორმოცდაათი ათას ხუთასი) ლარი.“.
პ რ ე მ ი ერ - მ ი ნ ი სტ რ ი გიორგ ი კვირიკაშვილ ი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები