დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2615 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022775 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2615
2016 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიეცეს უფლება, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის შენობაში დარბაზებისა და ოთახების შესაბამის დონეზე მოწყობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების (ფარდები, ავეჯი, საოფისე ტექნიკა, ელექტროსაქონელი, ჭურჭელი, დამხმარე აქსესუარები) და თანმდევი მომსახურების (მოწოდება-დამონტაჟება) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 350000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, წინასწარი ანგარიშსწორების წესით, საბანკო გარანტიის გარეშე.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ დადგინდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისგან განსხვავებული პირობები და არ გავრცელდეს ამ წესის მე-11-მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები