სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2613
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022777
  • Word
2613
22/12/2016
ვებგვერდი, 04/01/2017
000000000.00.003.022777
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2613

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“  საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადით, სარგებლობაში გადასცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაბა ვაზიანში სამხედრო ქალაქის №8-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9600 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.30.694) და 1050 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.30.695) მიწის ნაკვეთები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                            გიორგი კვირიკაშვილი