დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2600 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022760 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2600
2016 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე, გაზარდოს:
ა) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები არაუმეტეს 20 100 000 (ოცი მილიონ ასი ათასი) ლარისა;
ბ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ასიგნებები არაუმეტეს 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარისა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები