დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 208 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 170040000.22.027.016709 |
208
28/12/2016
ვებგვერდი, 28/12/2016
170040000.22.027.016709
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში
ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 517) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შესასვლელში გამოსაჩენ ადგილზე გამოაკრას საინფორმაციო აბრა. აკრძალულია საინფორმაციო აბრაზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსება. საინფორმაციო აბრაზე შეიძლება გამოსახული იყოს მხოლოდ სანოტარო ბიუროს მისამართი (განთავსების ადგილი), ნოტარიუსის სახელი და გვარი, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ნოტარიუსთა პალატის ლოგო. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შესასვლელში გამოსაჩენ ადგილზე გამოაკრას ნოტარიუსთა პალატის მიერ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი (სამუშაო დღეები და საათები).“. |
მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურდიულმა პირმა –
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ნოტარიუსთა სამუშაო გრაფიკის (სამუშაო დღეები და საათები) განსაზღვრა.
|
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები