დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022753 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2586
2016 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის (პროექტი 4)“ (სესხის №3238-GEO) ფარგლებში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელების მიზნით შემუშავებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა.
2. მიეცეს უფლება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გეგმით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება განახორციელოს „მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №526 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი ეკონომიის თანხიდან (62 081.38 (სამოცდაორი ათას ოთხმოცდაერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარი) 41 719.48 (ორმოცდაერთი ათას შვიდას ცხრამეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები