დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომსახურების შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2584 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022751 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2584
2016 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომსახურების შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. ნება დაერთოს სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების სააგენტოების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები