დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „Clean Energy Invest AS“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2583 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022750 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2583
2016 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„Clean Energy Invest AS“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის თაობაზე
ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest AS“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით შპს „Clean Energy Invest AS“-ის მიერ განახლებული საბანკო გარანტიის (ოდენობა: 3,112,500.00 აშშ დოლარი, გარანტი: „Handelsbanken“, №123032-94899103860) საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენის თაობაზე.
ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს „Clean Energy Invest AS“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის (3,112,500.00 აშშ დოლარი, გარანტი: „Handelsbanken“, №122577-94899103828) დაბრუნება.
ამ განკარგულების მეორე პუნქტში განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები