სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

  • Word
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2581
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022741
  • Word
2581
15/12/2016
ვებგვერდი, 04/01/2017
000000000.00.003.022741
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2581

2016 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

1. დაევალოს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 93 500 (ოთხმოცდაცამეტი ათას ხუთასი) ლარის გამოყოფა შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისთვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202054908) გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.

2. ეთხოვოს შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს“, 2017 წლის 1 აგვისტომდე სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი