საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2578
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022744
  • Word
2578
15/12/2016
ვებგვერდი, 04/01/2017
000000000.00.003.022744
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2578

2016 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული  პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამისათვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ („პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (27 01 01); „პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ (27 01 03)) − არაუმეტეს 2 650 000 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ („სრულყოფილი პრობაციის სისტემა“ (27 02)) − არაუმეტეს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და სსიპ − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა („სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება“ (27 03)) - არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით იმ პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც წარმოებულია:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ (მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარეშე პირის მონაწილეობით) და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან;

ბ) სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან;

გ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დასაქმებულ მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან;

დ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირებში დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა არ უნდა იყოს დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის 70%-ზე ნაკლები.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქციის/მომსახურების ღირებულება, ფასთა კვლევის შედეგად, შესაბამისი პროდუქციის/მომსახურების ღირებულების საბაზრო ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია/მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი შესასყიდი ობიექტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური დავალების პირობებს. თუ აღნიშნული პირობების შესაბამისობის დადასტურება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, ლაბორატორიულ კვლევებს ან/და უფლებამოსილი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნას, ტექნიკური დავალების პირობების შესაბამისობა უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით.

პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი კვირიკაშვილი