დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, მოვლის საშუალებების, ასევე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, საკვები პროდუქტების/მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2577 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022745 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2577
2016 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, მოვლის საშუალებების, ასევე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, საკვები პროდუქტების/მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი: 27 01 02) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მოვლის საშუალებების, ასევე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, საკვები პროდუქტების/მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა 2017 წლის განმავლობაში, არაუმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები