დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვების დაწესებისა და შესაბამისი პარამეტრების დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2566 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022735 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2566
2016 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვების დაწესებისა და შესაბამისი პარამეტრების დადგენის თაობაზე
1. „ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების 23-ე მუხლის 51 და 52 პუნქტების საფუძველზე, დაწესდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი თანდართული შეზღუდვები, შესაბამისი პარამეტრების დადგენით, თანდართული რუკის მიხედვით.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის პირველ დეკემბრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დანართი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვები და პარამეტრები
გარემოს ფორმირებისთვის დადგენილი შეზღუდვები და პარამეტრები:
ა) შენობების სიმაღლის შეზღუდვა − შენობების მაქსიმალურ სიმაღლედ განისაზღვროს 11 მეტრი (კეხში 15 მ). შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე შესაძლებელია ამ ნორმის გადაცდენა, მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის, კ−1-ის შემცირება − მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი – კ−1 0.3;
გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3-ის გაზრდა − ვიზუალური ფაქტორის გასაუმჯობესებლად და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ−3-ის მინიმალური მაჩვენებელია 0,3;
დ) ღობეების სიმაღლისა და მასალის შეზღუდვა − საზოგადოებრივი სივრციდან ხედვის არეალში (გზა, ბაღი, სკვერი და ა.შ.) ღობის მაქსიმალურ სიმაღლედ დადგინდეს 1.2 მეტრი და გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი მასალები (ხე, ქვა და ა.შ). საზოგადოებრივი სივრციდან ხედვის არეალის გარეთ ღობეების მაქსიმალურ სიმაღლედ განისაზღვროს 2.2 მეტრი;
ე) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების ვალდებულება − პროექტის შეთანხმების სტადიაზე სავალდებულოდ წარსადგენია ტერიტორიის კეთილმოწყობის დეტალური სქემა (გამწვანების თარგები, მოპირკეთების მასალები და ა.შ.);
ვ) ტერიტორიაზე ღია ავტოსადგომების განთავსების შეზღუდვა − ავტოსადგომები უნდა განთავსდეს მიწის ქვეშ ან შენობის პირველ სართულზე. საზოგადოებრივი სივრციდან ეზოს აღქმად ნაწილში ავტოსადგომად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ეზოს მხოლოდ 10%, ხოლო უკანა ეზოში − უკანა ეზოს მაქსიმუმ 20%;
ზ) შენობების ყრუ კედლების შეზღუდვა − დადგინდეს განაშენიანების რეგულირების წითელი ხაზები ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე, საზღვრიდან 3 მ-ის დაშორებით. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ორ შემთხვევაში:
ზ.ა) თუ ხდება განაშენიანება მომიჯნავე ნაკვეთთან ერთად და პროექტი გულისხმობს ორივე შენობის ყრუ კედლების განთავსებას ერთმანეთის მომიჯნავედ;
ზ.ბ) თუ მომიჯნავე ნაკვეთზე განთავსებულია შენობა, რომლის ყრუ კედელი განთავსებულია საპროექტო ნაკვეთის მომიჯნავედ და საპროექტო ყრუ კედელი ფარავს მას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მომიჯნავე, არსებული ყრუ კედლის მინიმუმ ნახევრის დაფარვა სიმაღლეში საპროექტო ყრუ კედლით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები