დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების ორგანიზაციას (ნმშო) შორის მხარდაჭერის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2596 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022715 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2596
2016 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების ორგანიზაციას (ნმშო) შორის მხარდაჭერის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
ა) მოწონებულ იქნეს „საქართველოსა და ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების ორგანიზაციას (ნმშო) შორის მხარდაჭერის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №324 ბრძანებულება;
ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაცია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები