დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2595 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022716 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2595
2016 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, სამსახურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა 1 310 000 (ერთი მილიონ სამას ათი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 2016-2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. შესაბამისად, 2016 წელს 131 000 (ას ოცდათერთმეტი ათასი) ლარის, ხოლო 2017 წელს 1 179 000 (ერთი მილიონ ას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები