დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016363 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2017 - 29/03/2017)
|
არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ ქუთისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 14 დეკემბრის №151 დადგენილების 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესი, №1 დანართის შესაბამისად.
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 2 |
შემოღებულ იქნეს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ სწავლების საფასურის აკუმულირებისა და განაწილების წესი, №2 დანართის შესაბამისად.
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 3 |
შემოღებულ იქნეს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ სწავლების საფასურის აკუმულირებისა და განაწილების წესი, №3 დანართის შესაბამისად.
/დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ- საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სასწავლო მომსახურების საფასურის გადახდის წესი
|
1. ეს წესი არეგულირებს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სპორტულ სახეობებში 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული სწავლებისათვის და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“, კულტურულ სახეობებში სწავლებისათვის საფასურის გადახდის ვადებსა და პროცედურებს, ასევე, საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლების პირობებს.
2. წესი ვრცელდება: ა) არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტული სექციების, პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებზე, გარდა, საქალაქო ნაკრების წევრებისა; ბ) არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სახელოვნებო-საგანმანათლებლო სექციებში პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფების მოსწავლეებზე, გარდა, ინდივიდუალური პროფესიული დახელოვნების მომსახურებისა. 3. სასწავლო მომსახურების საფასურისაგან თავისუფლდება: ა) პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 70001-მდე. საფასურისაგან გათავისუფლებისათვის, დაინტერესებულმა პირმა, უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა, გაცემული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ. ცნობა გაცემული უნდა იქნეს წარმოდგენის მომენტამდე უახლოესი გასული 1 თვის განმავლობაში. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული შეღავათით მოსარგებლე პირთა სტატუსის გადამოწმება შესაბამის სახელმწიფო ორგანოში და თუ აღმოჩნდა, რომ პირს აღარ აქვს შეღავათით სარგებლობის უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები, აღნიშნული ფაქტის დადგენის მომენტიდან; ბ) ეროვნული სპორტული სახეობების, კერძოდ, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული ჭიდაობის ჯგუფების მოსწავლეები; გ) პარაოლიმპიური სპორტის სახეობების ჯგუფების მოსწავლეები; დ) შშმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს – ცნობას, გაცემულს შესაბამისი უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ. 4. თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტულ სექციებში, პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე, გარდა, საქალაქო ნაკრების წევრებისა, მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის სწავლების საფასური მცირდება 50%-ით. 5. თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე, მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის სწავლების საფასური მცირდება 50%-ით. 6. სწავლების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის დაწესებულებაში. 7. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ სწავლების საფასური უნდა მიიღონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ მიზნისათვის განკუთვნილ ანგარიშზე. 8. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ ამ წესის შესაბამისად მიღებული შემოსავლები უნდა გამოიყენონ წესდებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების არანაკლებ 30% მიმართული უნდა იქნეს ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გასაუმჯობესებლად. |
დანართი №2
|
არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სასწავლო მომსახურების საფასური
|
|
დანართი №3
|
არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სასწავლო მომსახურების საფასური
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები