დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამსაურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 26/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №107
2004 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 23.07.2001წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. რეესტრის მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტების თავმჯდომარეები, გენერალური ინსპექციის უფროსი, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი“.
2. ამოღებულ იქნეს რეესტრის მე-9 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი.
3. ამოღებულ იქნეს რეესტრის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.
4. VII თავის შემდეგ დაემატოს თავი VII1 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 261. მთავარი საჯარო თანამდებობები
ა) პოლიციის უფროსი;
ბ) პოლიციის უფროსის მოადგილე;
გ) პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 262. წამყვანი საჯარო თანამდებობები
ა) პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ბ) პოლიციის სამმართველოს უფროსი;
გ) პოლიციის სამსახურის უფროსი;
დ) პოლიციის მთავარი ბუღალტერი;
ე) პოლიციის კანცელარიის უფროსი;
ვ) პოლიციის განყოფილების უფროსი;
ზ) პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
თ) პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი;
ი) პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
კ) პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
ლ) პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე;
მ) პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ნ) პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი.
მუხლი 263. უფროსი საჯარო თანამდებობები
ა) პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ბ) პოლიციის სამსახურის უფროსის მოადგილე;
გ) პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე;
დ) პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ე) უფროსი გამომძიებელი;
ვ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
ზ) უფროსი ინსპექტორი;
თ) უფროსი ბუღალტერი;
ი) ოპერატიული თანამშრომელი;
კ) ინსპექტორი;
ლ) გამომძიებელი;
მ) უფროსი სპეციალისტი;
ნ) სპეციალისტი.
მუხლი 264. უფროსი საჯარო თანამდებობები
ა) რეფერენტი;
ბ) ბუღალტერი;
გ) პოლიციელი;
დ) ოპერატორი“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები