„ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №665 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ეკონომიკური საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.019663
596
27/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
010220030.10.003.019663
„ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №665 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ეკონომიკური საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №596

2016 წლის 27 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №665 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ეკონომიკური საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე:

 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №665 დადგენილება.

მუხლი 2
ლიკვიდირებულად გამოცხადდეს ეკონომიკური საბჭოს აპარატი 2016 წლის 31 დეკემბრიდან.
მუხლი 3
1. ეკონომიკური საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ.

2. აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას  მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მუხლი 4
1. დადგენილება, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი