დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „გოტა 21-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „სტორს“ შორის დასადები შეთანხმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2526 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022688 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2526
2016 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „გოტა 21-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „სტორს“ შორის დასადები შეთანხმების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს შეთანხმების პროექტი საქართველოს მთავრობას, შპს „გოტა 21-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 14 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „სტორის“ მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შპს „გოტა 21-ის“ მიერ წარდგენილი სამშენებლო საბანკო გარანტიის (2,003,000.00 (ორი მილიონ სამი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმების პროექტს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
4. ამ განკარგულების მეორე პუნქტში განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები