დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 27/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016199 |
|
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, 42-ე, 43-ე და 432 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების (სსმ III, №100, 2010 წლის 17 აგვისტო, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.015003) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი): ა) გამრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0,225 ლარი/მ3, მათ შორის: ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,182 ლარი/მ³; ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,043 ლარი/მ³; ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2,667 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის: ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2,150 ლარი/სულზე/თვეში; ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,517 ლარი/სულზე/თვეში; გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 3,743 ლარი/მ3, მათ შორის: გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2,984 ლარი/მ3; გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,759 ლარი/მ3.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები