დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 595 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.019662 |
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) მინისტრის პირველი მოადგილე; ბ) მინისტრის მოადგილე. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) აპარატის (დეპარტამენტის) უფროსი; გ) სამსახურის უფროსი; დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ე) აპარატის (დეპარტამენტის) უფროსის მოადგილე; ვ) სამსახურის უფროსის მოადგილე − განყოფილების უფროსი; ზ) სამსახურის უფროსის მოადგილე; თ) მინისტრის მრჩეველი; ი) სამმართველოს უფროსი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) მრჩეველი; ბ) მთავარი ბუღალტერი; გ) კონსულტანტი; დ) მთავარი სპეციალისტი; ე) მინისტრის თანაშემწე. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) უფროსი სპეციალისტი; ბ) სპეციალისტი; გ) თანაშემწე; დ) მთავარი სპეციალისტი (დამხმარე მოსამსახურე); ე) უფროსი სპეციალისტი (დამხმარე მოსამსახურე); ვ) სპეციალისტი (დამხმარე მოსამსახურე); ზ) დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 3 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები