დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33-93 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.101.016354 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 08/08/2016, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016311) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესის“ (დანართი 1):
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის ქალაქი თბილისი), ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/ნ 406153111) ბენეფიციარები შემდეგი პრიორიტეტულობით: ა) I პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს ან/და ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ბენეფიციარები; ბ) II პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნება: ბ.ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001 -დან 100 001-მდე; ბ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 100 001-დან 200 001-მდე; ბ.გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირები და მათი ოჯახის წევრები; ბ.დ) ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ; ბ.ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი; ბ.ვ) დამსახურებული საზოგადო მოღვაწე, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების ან ქალაქ თბილისზე მზრუნველის სტატუსის მატარებელი პირი; გ) სხვა პირები, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე საჭიროებენ დახმარებას.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, გარდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/ნ 406153111) იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნიათ;“. 3. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. განცხადება არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება დაფინანსებაზე უარი, თუ: ა) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს; ბ) განცხადების შესწავლისას დოკუმენტაციის (მათ შორის, ფორმა №IV-100/ა ან სხვა დოკუმენტები) მიხედვით დადგინდა, რომ პირს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება და გაწერილია შესაბამისი დაწესებულებიდან; გ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც კომისიის/სამსახურის მიერ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება; დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია; ე) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირის ბოლო დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გასული პერიოდი განცხადების რეგისტრაციის თარიღს არ აღემატება 3 თვით, გარდა: ე.ა) გადაუდებლად დაფინანსების შემთხვევისა; ე.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ პირის მიერ არ მომხდარა თანხის გამოყენება, გაცემულ საგარანტიო წერილს მოქმედების ვადა არ გასვლია და პირი ითხოვს ახალი მოთხოვნის განხილვას. ვ) თუ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი ითხოვს დავალიანების/ვალის დაფარვისათვის დაფინანსებას; ზ) შემთხვევების შემოწმებისას სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მიერ მომზადებული უარყოფითი დასკვნის საფუძველზე. თ) დაინტერესებული პირი ითხოვს: თ.ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობის, თვითმკურნალობის დაფინანსებას; თ.ბ) სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას; თ.გ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება და ორგანოების ფუნქციური ცვლილებების წარმოშობის რისკი; თ.დ) სტომატოლოგიური მომსახურებისა და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას; თ.ე) შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას; თ.ვ) სამედიცინო აღჭურვილობას (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები); თ.ზ) რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების საბიუჯეტო წლის განმავლობაში მეორედ დაფინანსება; თ.თ) საზღვარგარეთ დაფინასებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადატანას საქართველოს ფარგლებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში; თ.ი) საექსპერტო მომსახურების დაფინანსებას.“. 4. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში;"; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მედიკამენტისა და სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილის ვადა გაგრძელებას არ ექვემდებარება.“ . 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. თანხის ანაზღაურება 1. საქართველოს ფარგლებში არსებული მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს პირველიდან 11 რიცხვამდე, საჭიროების მიწოდების (სამედიცინო მომსახურება, სხვა საჭიროება) საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ხოლო მედიკამენტის დაფინანსების შემთხვევაში არაუგვიანეს რეცეპტის მოქმედების ვადის გასვლის საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის პირველიდან 11 რიცხვამდე. 11. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნას: ა) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა); ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რეესტრში წარმოდგენილ თითოეულ შემთხვევაზე: ბ.ა) გაცემული დაფინანსების დოკუმენტის (საგარანტიო წერილი/რეცეპტი) ქსეროასლი; ბ.ბ) ფორმა №IV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში; ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, გარდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/ნ 406153111) იმ ბენეფიციარების შემთხვევაში, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნიათ. 2. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადისა და, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო წერილების გამოყენების ვადების დარღვევის შემთხვევაში, ასევე, სამსახურის მონიტორინგის განყოფილების დასკვნის საფუძველზე, თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. 3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება, შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლის ინსპექტირების შემდეგ ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის კომისიის თავმჯდომარის/სამსახურის უფროსის მიერ წერილის მომზადება, შესაბამის დაწესებულებაში თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. 4. ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/ნ 406153111) ბენეფიციარების დაფინანსება განხორციელდება მიწოდებული საჭიროების (სამედიცინო მომსახურება) მომსახურების შესახებ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მხრიდან მოხდება გამოყოფილი თანხის გადახდა, აღნიშნული თანხა აღარ ექვემდებარება ანაზღაურებას/დაფინანსებას. 6. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების (ნაწილობრივი დაკმაყოფილების) შემთხვევაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების/საჭიროების დაფინანსება - უნდა განხორციელდეს კომისიის ოქმის შედგენის თარიღიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 7. საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამედიცინო ან სხვა მიმწოდებელ დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა ხორციელდება წინასწარ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, მგზავრობისათვის საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში. 8. საქართველოს ფარგლებს გარეთ თანხის გადარიცხვის თაობაზე სამსახურის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ცნობა დაფინანსების თაობაზე . 9. საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების შემთხვევაში, მოსარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებიდან უზრუნველყოს დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები