,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვარის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვარის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.140.016245
42
27/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
010250000.35.140.016245
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვარის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2016 წლის 27 დეკემბერი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2016; ს/კოდი: 010250000.35.140.016209)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული − ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის“
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

.3. საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, ბიურო, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, ოჯახის წევრის  გარდაცვალება, ოჯახური პირობები, უბედური შემთხვევა და სხვა ობიექტური გარემოება) გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს წევრი ვალდებულია სხდომის წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი, სხდომის დაწყებამდე წერილობით, ტელეფონით ან სხვა ელექტრონული კავშირის საშუალებით  აღნიშნულის შესახებ აცნობოს შესაბამის სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც მიღებულ ინფორმაციას გადასცემს საკრებულოს აპარატს, ხოლო საკრებულოს აპარატი აღნიშნულ ინფორმაციას აღრიცხავს შესაბამის ჟურნალში. “.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს წევრი ვალდებულია, აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის შემდეგ სამი სამუშაო  დღის ვადაში (მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში არაუგვიანეს, მიმდინარე თვის 20 რიცხვისა) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს  წერილობითი  განცხადება გაცდენილი სხდომის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე, საავადმყოფოს ფურცელთან ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. იმ  შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა შესაბამის სხდომაზე, საკრებულოს აპარატის უფროსი  ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მოხსენებითი ბარათი წარუდგინოს საკრებულოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე