დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 198-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 280060000.05.001.018301 |
|
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 241. ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია 1. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. 2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. 3. 2016 წლის 1 დეკემბრამდე პენსიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2016 წ. N198-რს |
დოკუმენტის კომენტარები