,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ნოემბრის N- 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ნოემბრის N- 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016209
28
23/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
010250050.35.115.016209
,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ნოემბრის N- 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №28

2016 წლის 23 დეკემბერი

დ. ლენტეხი

 

,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის  მე-4  პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2016 წლის  28 ნოემბრის  №25  დადგენილებაში  და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“  საქართველოს  კანონის თანახმად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

 

 

მუხლი 2
ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 28 ნოემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული  ,,შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1.დებულების მე-9-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ“ სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოცხადდა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“.

2. დებულების მე-3-ე  მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები, აგრეთვე საბჭოს წევრ თანამდებობის პირთა სამსახურიდან გათავისუფლება“.

3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და სოციალური  საკითხების კურატორი.“

4. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის   მე-5 პუნქტის  ,,ე“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი