დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 190-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.018307 |
|
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016497) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ეცნობებათ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“. 2. მე-13 მუხლის: ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან ურთიერთობებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით.“; ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლისთვის სამუშაო პირობების შექმნის შესახებ.“. 3. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დიასპორული ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და მონაწილეობს სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობით.“. 4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2016 წ. N190-რს |
დოკუმენტის კომენტარები