დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის №33 ბრძანებულებით დამტკიცებულ ``საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდებაში`` ცვლილებებისა და დამატეებეის შეტანის შესახებ`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 09/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.040.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №80
2004 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის № 33 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„საქართველოს პრეზიდნეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის №33 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები”;
ბ) მე-6 მუხლის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საჯარო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გასცემს გრანტებსა და სტიპენდიებს შესაბამის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებზე გრანტების გაცემა ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე”;
გ) მე-8 მუხლის „გ” და „დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდსა და ხარჯთა ნუსხას”;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს”;
დ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფებია;
ა) ადმინისტრაციული რეფორმების ჯგუფი;
ბ) პროექტების მენეჯერთა ჯგუფი;
გ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური ჯგუფი”.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები