დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32-91 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016345 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016179) და:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №18-57 დადგენილების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებისადა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ----- დადგენილების შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ (დანართი №1): ბ.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 - 2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პირობებს, დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმებს.“; ბ.ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 - 2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფისა და უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემას ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები (შემდგომში - გამგეობა) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.“; ბ.გ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) დახმარება ხორციელდება 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ.დ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებიც დაკმაყოფილდა, სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიეცემათ ორთვიანი ვადა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღირებულების ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის/ბინის შეძენისათვის. დაზარალებულ პირს (ოჯახს), რომელსაც არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 - 2017 წლების ბიუჯეტებით დადგენილი წესით მიეცემა ფულადი თანხა, საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით, ხოლო თუ იგი ხსენებულ ვადაში ვერ შეიძენს საცხოვრებელ სახლს/ბინას, მას აღარ მიეცემა ფულადი თანხა საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად.“; ბ.ე) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. სააგენტო ან გამგეობა არ განიხილავს იმ პირთა განცხადებებს, რომლებსაც წესის შესაბამისად დახმარების მიღების თაობაზე, სააგენტოსთვის ან გამგეობისთვის არ მიუმართავთ 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები