„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32-90
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016346
32-90
23/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
330130000.35.101.016346
„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32-90

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/01/2015; სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016104 ) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

,,101. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ ცარიელ საფლავებში, რომლის შესახებ ოპერატორს არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები, დაკრძალვა  შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც დაკრძალვის შემთხვევაში ოპერატორს  უნდა წარუდგინოს საფლავზე შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან  მიუთითოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რომ საფლავი ცარიელია და წარმოადგენს მხოლოდ მის მფლობელობას, რასაც ამავე წესით დამოწმებული აქტით დაადასტურებს არანაკლებ 2 მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში, დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავას განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით დადენილი წესით.  ამ პუნქტის შესაბამისად, დაკრძალვა ხორციელდება საფლავის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო სამარხზე მომსახურების საფასური განისაზღვრება  მომსახურების გაწევისას მოქმედი წესების შესაბამისად.“ 

2. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) საქალაქო სასაფლაოებზე 1 წლამდე ახალშობილი ჩვილი ბავშვის/მკვდრადშობილის დაკრძალვასთან დაკავშირებით სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ოპერატორისადმი განცხადებით მიმართვისა და შესაბამისი გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების/მკვდრად შობის დამდგენი სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ჭირისუფლის მიერ საკუთარი რესურსით ან ოპერატორისაგან შესაბამისი მომსახურების მიღებით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი