დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016412 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 360160000.22.023.016145) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“ |
2.
ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების:
|
ა)
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4 1. სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და ქიმიური ნივთიერებების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება; ე) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება მისი შესრულების თაობაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა; ი) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია; კ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია; ლ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა; მ) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია; ნ) ნარჩენებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ო) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-ორგანიზება; პ) საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გამოწვეული დიდი ავარიების პრევენციის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; ჟ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; რ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით; ს) ნაგავსაყრელების განთავსების ადგილების განსაზღვრაში მონაწილეობა; ტ) არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანის გეგმების, მუნიციპალური ნარჩენების მართვისა და კერძო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმების განხილვა და შეთანხმება; უ) სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების მართვის კოორდინაცია; ფ) ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვის კოორდინაცია; ქ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისას ბაზელისა და როტერდამის კონვენციებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; ღ) ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომების (SAICM) დანერგვის ხელშეწყობა; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; შ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ჩ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; ც) გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის შეთანხმება; ძ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთაშორისო პროექტებსა და ინიციატივებში სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ჩართულობის უზრუნველყოფა საწყისი ეტაპიდანვე; წ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; ხ) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ჯ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. სამსახური უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), მათ შორის, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან გამოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და მასალები ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვასთან დაკავშირებით; ბ) წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები.“; |
ბ)
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“, |
გ)
დებულების 61 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები