დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016324 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №38 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/10//2014, 010260020.35.158.016183) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „გ) მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმარების განყოფილება.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; კ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ლ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ნ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის სამოქმედო გეგმების შედგენას და მათ განხორციელებაზე კოორდინაციის უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მიზნობრივი პროგრამების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, გამგებლისთვის წარდგენას, მათი განხორციელების ხელშეწყობას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ს დაემატოს „51“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ 51. მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმარების განყოფილება მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე არსებული პრობლემებისა და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული მუნიციპალური სერვისების კვლევასა და მის ანალიზს;
დ) მუნიციპალური სერვისების ანალიზისა და დაგეგმვის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორთან, ბიზნესსექტორთან, ინტერესჯგუფებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან; ე) მუნიციპალური პროექტების დაფინანსების თაობაზე ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
ზ)ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას; თ) მუნიციპალური განვითარებისათვის სამოქალაქო ხედვების წახალისებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები