„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 582
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019649
582
23/12/2016
ვებგვერდი, 28/12/2016
300160070.10.003.019649
„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №582

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017619) შეტანილ იქნეს ცვლილება და:  

1. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აწარმოებს  მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების მიხედვით, რომლებსაც საქმიანობის სუბიექტები, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, 15 თებერვლამდე, ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) მეშვეობით ავსებენ და შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამის სამსახურებს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას, წარდგენილ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შეთანხმების თაობაზე, იღებენ 15 მარტამდე.

11. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შევსებას, ელექტრონული სახით, აწარმოებს ყველა საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც გააჩნია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართი 4 ჩამოყალიბდეს  თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




„დანართი 4

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმა

საწარმოს დასახელება

 

საიდენტიფიკაციო კოდი

 

იურიდიული მისამართი, ტელეფონი

 

ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი

 

GPS კოორდინატები (UTM WGS 1984 კოორდ. სისტ.)

 

ელექტრონული-ფოსტა

 

ეკონომიკური საქმიანობის სახე

 

გამოშვებული პროდუქციის სახეობა და რაოდენობა

 

მოხმარებული ნედლეულის სახეობა და რაოდენობა

 

მოხმარებული საწვავის სახეობა და რაოდენობა1

 

საწვავის ხვედრითი თბოშემცველობა2

 

სამუშაო საათების რაოდენობა წელიწადში

 

საანგარიშო 20------   წელი

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფა, გაწმენდა და გაფრქვევა, ტონა/წელი

ვნე ნივთიერებათა დასახელება

ტაცარულ

წყარიდნ გამოყოფილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა

 

თ შორის

აფრქლ მავნე 

ნივერეათა რაოდენობა,

სვ.3-სვ.5

აანგარიშო წელს ვნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმა

ილი გამწმენდ მოწყობილობაში

ერილ

1

2

3

4

5

6

7

სულ მყარი (№1-7),    მათ შორის

 

 

 

 

 

1

მტვერი

 

 

 

 

 

2

ჭვარტლი, C

 

 

 

 

 

3

მანგანუმის ორჟანგი, MnO2

 

 

 

 

 

4

ვანადიუმის ხუთჟანგი, V2O5

 

 

 

 

 

5

ბენზ(ა)პირენი, C20H12

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

სულ აირადი (№8-13),    მათ შორის

 

 

 

 

 

8

გოგირდის ორჟანგი, SO2

 

 

 

 

 

9

აზოტის ჟანგეულები, NOx

 

 

 

 

 

10

ნახშირჟანგი, CO

 

 

 

 

 

11

ნახშირწყალბადები, CxHy

 

 

 

 

 

12

 

 

 

 

 

 

13

 

 

 

 

 

 

სულ მძიმე ლითონები (№14-23),    თ შორის

 

 

 

 

 

14

ტყვია, Pb

 

 

 

 

 

15

კადმიუმი, Cd

 

 

 

 

 

16

ვერცხლისწყალი, Hg

 

 

 

 

 

17

დარიშხანი, As

 

 

 

 

 

18

ქრომი, Cr

 

 

 

 

 

19

სპილენძი, Cu

 

 

 

 

 

20

ნიკელი, Ni

 

 

 

 

 

21

სელენი, Se

 

 

 

 

 

22

თუთია, Zn

 

 

 

 

 

23

 

 

 

 

 

 

24

ირნგ, CO2

 

 

 

 

 

შეშვნა:   1. სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის გარდა

2. მონაცემებს საწვავის ხვედრითი თბოშემცველობის და მძიმე ლითონების გაფრქვევების შესახებ ავსებენ მხოლოდ ბოელექტროსადგურები, მეტალურგიული საწარმოები, მინისა და მინის პროდუქციის საწარმოები, სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე (კლინკერის მიღებით) ცემენტის საწარმოები