„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016323
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
51
26/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
010260020.35.158.016323
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2017 - 06/02/2017)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის  საფუძველზე,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/10//2014, 010260020.35.158.016184) დამტკიცებულ  დანართ   №1-ში  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი №1-ის  მე-2  მუხლის  მე-2 პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ზ) საზოგადოებასთან   ურთიერთობის   განყოფილება.“

3. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი №1-ის  მე-3  მუხლს დაემატოს „ზ“ პუნქტი  და ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„ზ)   გამგებლის  საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადებასა და გამოქვეყნებას;  მუნიციპალიტეტის გამგეობის  ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებას; მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას;  მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა  და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა  და  მასობრივი  საინფორმაციო  საშუალებებისათვის  მიწოდებას;   მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას.“.

4. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი №1-ის  მე-91   მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 91.  საზოგადოებასთან   ურთიერთობის  განყოფილება

  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  გამგებლის სამუშაო თათბირების ორგანიზებას, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა  და  გამგეობის  თანამდებობის  პირების  მიერ  სხვა ღონისძიებების ჩატარებას;

ბ) გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას;

გ) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას;

დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;

ე) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრეს-რელიზებისა  და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა  და  მასობრივი  საინფორმაციო  საშუალებებისათვის  მიწოდებას;

ვ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამგეობის საზოგადოებრივი ღონისძიებების  დაგეგმვას, განხორციელებასა  და  კონტროლს;

ზ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის, რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;

თ)  მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი მასალების მომზადებას, ადმინისტრირებასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;

ი) პიარის დაგეგმვას და  მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას;

კ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების მომზადებას;

ლ) სატელეფონო საშუალებებით მიღებული  ინფორმაციის დამუშავებას (ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა);

მ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციის ზედამხედველობას, ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა  და  ორგანიზების  კონტროლს;

ნ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე  ღონისძიებების  პრეზენტაციას;

ო) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაშუქებით დაინტერესებული ნებისმიერი ჟურნალისტისათვის  ინფორმაციის მიწოდებას;

პ) ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებიდან და თანამდებობის პირებისაგან ინფორმაციის ან კომენტარის მოპოვებაში  ჟურნალისტებისათვის  ოპერატიული დახმარების  გაწევას ;

ჟ) გამგებლის  გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის  მომზადებასა  და  გამოქვეყნებას;

რ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული  პროექტების  მომზადებას;

ს) საგარეო ვიზიტების ორგანიზებას .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად,  ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მისამართზე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა  № 113.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი