საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის 2016-2021 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ განსახორციელებელი პროგრამა

საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის 2016-2021 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ განსახორციელებელი პროგრამა
დოკუმენტის ნომერი 43-6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016438
43-6
19/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
480610000.03.030.016438
საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის 2016-2021 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ განსახორციელებელი პროგრამა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის 2016 2021 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ განსახორციელებელი პროგრამა

საქართველოს მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროთი და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია კულტურის სამინისტროთი, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ეყრდნობიან რა 2007 წლის 18 მაისს ხელმოწერილ ჩარჩო-შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე, გამოხატავენ რა სურვილს:

-      განავითარონ თანამშრომლობა  კულტურის, მემკვიდრეობის და ხელოვნების სფეროში;

-  ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის დაახლოებას კულტურის სფეროში, კრეატიული პოტენციალის განვითარებას, მათი კულტურების ურთიერთგაცნობას;

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას მათი ქვეყნის ეროვნულ ბიბლიოთკებს შორის საარქივო და დოკუმენტაციის სფეროში.

მუხლი 2

მხარეები წაახალისებენ მონაწილეობას ბიბლიოთეკებისა და საარქივო საქმიანობის შესახებ გამართულ კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებზე.

მუხლი 3

მხარეები ისარგებლებენ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ექსპერტიზის/გამოცდილების გაზიარებით.

მუხლი 4

მხარეები წაახალისებენ და მხარს დაუჭერენ გაცვლას და თანამშრომლობას ორი ქვეყნის ლიტერატურის, საშემსრულებლო ხელოვნების, თეატრის, დრამის, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების, და კულტურული ინდუსტრიის სფეროებში, დიპლომატიური არხების საშუალებით დეტალებთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შემდეგი ღონისძიებების ხელშეწყობით:

ა - კულტურის სფეროსთან დაკავშირებული დელეგაციების ვიზიტები;

ბ - მხატვრების, მწერლების, პოეტების, მუსიკოსების, პროფესიონალებისა და ლექტორების გაცვლა კულტურის სფეროში;

გ - შემოქმედებითი, ფოლკლორული, მუსიკალური და თეატრალური ჯგუფების გაცვლა წარმოდგენებისთვის;

დ - გამოფენების მოწყობა კულტურის სფეროში;

ე - პერსონალის გადამზადება/ტრენინგი კულტურის სხვადასხვა დისციპლინასა და მსგავს სპეციალობებში;

ვ - ინფორმაციის, წიგნების, ჟურნალების, ბიულეტენების და სამეცნიერო კვლევების, პუბლიკაციების და ისტორიული დოკუმენტაციის გაცვლა კულტურის სფეროში.

მუხლი 5

მხარეები წაახალისებენ საბავშვო კულტურის ამაღლებით დაინტერესებულ ინსტიტუციებს, მათ შორის საბავშვო ლიტერატურისა და თეატრის მიმართულებებს.

მუხლი 6

მხარეები გაცვლიან კულტურის კვირეულებს ორივე ქვეყანაში.

მუხლი 7

მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას კულტურული ცენტრებისა და მუზეუმების მართვის სფეროში.

მუხლი 8

მხარეები მიიღებენ ყველა ზომას მეორე მხარის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობის დაცვის თვალსაზრისით, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომლებიც ძალაშია ორივე მხარისათვის.

მუხლი 9

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კინემატოგრაფიის სფეროში შემდეგი ღონისძიებების ხელშეწყობით:

1.     ფილმების გაცვლა;

2.     დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ერთობლივი პროდუქცია;

3.     კინემატოგრაფისტებსა და კინო ხელოვანებს შორის კონტაქტების დამყარება;

4.     სახელოვნებო ტექნიკის სფეროში გამოცდილების გაზიარება.

მუხლი 10

მხარეები ითანამშრომლებენ კულტურული ფასეულობების, რაც მათი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილია, არალეგალური იმპორტის, ექსპორტისა და გადაადგილების აკრძალვის და თავიდან აცილებისთვის ზომების მიღებასთან დაკავშირებით, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომლებიც ძალაშია ორივე მხარისათვის.

ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, და მათი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მხარეები მიმართავენ ყველა საჭირო ზომას არალეგალურად იმპორტირებული და/ან ექსპორტირებული საქონლის მათი წარმომავლობის ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნების მიზნით.

მუხლი 11

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ პროგრამის განმარტებასა და გამოყებენასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით.

მუხლი 12

წინამდებარე პროგრამაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ პროგრამის მე-13 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ პროგრამის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 13

წინამდებარე პროგრამა ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება ხუთი წლის ვადით, მისი ძალაში შესვლის დღიდან და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთი წლის პერიოდით, თუ რომელიმე მხარე ვადის ამოწურვამდე, სულ ცოტა 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შესრულებულია ქ. ამანში, 2016 წლის 19 დეკემბერს, ორ დედნად, ქართულ არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

გრიგორ ტაბატაძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

 

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობის სახელით

ნაბიჰ შუკუმ

კულტურის მინისტრი