დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360090000.05.001.018304 |
|
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) 53-ე მუხლის:
ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; გ) „ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; დ) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“; ე) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; ვ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 21 დეკემბერი 2016 წ. N125-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები