„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 188-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100110000.05.001.018309
188-რს
22/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
100110000.05.001.018309
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს ის მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობას სამსახურში განაგრძობენ, ვალდებული არიან, 2017 წლის 1 აპრილამდე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიარონ სერტიფიცირება სასწავლო ცენტრში, თუ, ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მათი თანამდებობებისათვის სერტიფიკატი მოითხოვება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2016 წ.

N188-რს