„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016919
337
28/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
200090000.22.033.016919
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №337

2016 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“  შევსებისას, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში“ მითითებული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის ამ პირისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, განაცხადოს თანხმობა, შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის საგადასახადო საიდუმლოების, საბანკო საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.“.

2. დანართი №I-13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი