საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2516
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022678
  • Word
2516
09/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
000000000.00.003.022678
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2516

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს სახელით დადოს ფინანსური ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის“ დაფინანსების მიზნით 250 (ორას ორმოცდაათი) მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფის შესახებ შემდეგი ფინანსური პირობებით:

სესხის ოდენობა:

250 000 000 ევრო;

სესხის ხანგრძლივობა:

30 წელი;

მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი:

არაუმეტეს 7 წლისა;

სესხის საპროცენტო განაკვეთის ტიპი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე):

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან EURIBOR-ზე ან LIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი;

საპროცენტო მარჟა (EURIBOR-ზე ან LIBOR-ზე დაფუძნებული, ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში):

ცვლადი, რომელიც ფიქსირდება თითოეული ტრანშის მიღებისას (EURIBOR-ზე ან LIBOR-ზე დაფუძნებული, ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში)

ადმინისტრირების გადასახდელი:

50 000 ევრო (ერთჯერადი გადასახდელი).

პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი