დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.127.016220 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2016 - 27/01/2017)
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
დანართი 1
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
დანართი 2
|
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11964.5 ათასი ლარის ოდენობით:
დანართი 3
|
მუხლი 4.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5300.0 ათასი ლარის ოდენობით. |
დანართი 4
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5463.6 ათასი ლარის ოდენობით
დანართი 5
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1200,9 ათასი ლარის ოდენობით:
დანართი 6
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9451.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დანართი 7
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2379.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2429.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: დანართი 8
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: დანართი 9
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
დანართი 10
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 133,7 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
დანართი 11
დანართი 12
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 240.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 130.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
დანართი 13
|
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 167.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 03) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება 15 წლის ჭაბუკთა სამხედრო აღრიცხვა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი, წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა. მოსალოდნელი შედეგები:
შეფასების ინდიკატორი:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 3900.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 2417.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითრებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო ფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა; მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. შეფასების ინდიკატორი: რეაბილიტირებული ხიდების რაოდენობა; რეაბილიტირებული გზების რაოდენობა. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 1470.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.1 მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები - 1300.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს (ააიპ - დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა დასუფთავება და ნარჩენების გატანა და გარე ქსელის ბუნკერებისაგან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლება. მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებითზესტაფონის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. ნაგავსაყრელი ტერიტორიის მართვის ორგანიზება, სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობის ორგანიზება. ქ. ზესტაფონში არსებული სკვერების გაზონებისა და ბარების მოვლა პატრონობასა და გამწვანების ორგანიზება. ქუჩების გარე განათების ქსელის მოვლა პატრონობის ორგანიზება, ქალაქის ტერიტორიაზე უზედამხედველო პირუტყვისა და უპატრონო შინაური ცხოველების აღკვეთა ორგანიზება. ქალაქ ზესტაფონში არსებული სკვერების და გაზონების მოვლა პატრონობა, და გამწვანების ორგანიზება. სხვადასხვა სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, წყალდიდობა, ნიაღვარი ღვარცოფი მეწყერი და სხვა.) დროს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გზებისა და მოედნების გაწმენდის ორგანიზება. სერვის ცენტრში დასაქმებულია 139 საშტატო ერთეული. მოსალოდნელი შედეგები: - ქალაქის ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. - მაწანწალა ცხოველების რაოდენობის შემცირება. შეფასების ინდიკატორი: - ქალაქის დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიური მაჩვენებელი. - ქალაქის გარე განათების მომსახურების მაჩვენებელი - მაწანწალა ცხოველებისაგან დაზარალებულ მაცხოვრებელთა 30%-ით შემცირება. . განათლება - 2195.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხელი შეეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლებას. 3.1. სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება - 2190,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. მოსალოდნელი შედეგები: სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ყველა ფენისათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა. შეფასების ინდიკატორი: კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღების რაოდენობა. აღსაზრდელთა რაოდენობა.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივიზაციის ამაღლება; ბავშვების ფიზიკური და სულიერი აღზრდა შემდგომში მათი სწორი განვითარების მიზნით; 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 1510.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული და სპორტული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, კულტურული ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 547.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსკოლის, სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნებისა და ბაზების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები: ახალგაზრდებში ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შეფასების ინდიკატორი: ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობა; სპორტის სხვადასხვა სახეობაში მედალოსან სპორტსმენთა რაოდენობა. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 845.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება. 4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება - 9.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ღონისძიებები (ბანაკები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა). 4.4 ეპარქიის ხარჯები - 108.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) მარგვეთის ეპარქიაში შემავალი ეკლესია-მონასტრების ხელშეწყობისათვის. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1624.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 მოსახლეობის ჯანდაცვა სულ 104.6 (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ „ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები იმუნოპროფილიაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის შესწავლა/დადგენა. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. დაავადების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა. სანიტარიული ღონისძიებები. აიპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის“ მიერ ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში 2017 წელს განსახორციელებელი სავალდებულო ღონისძიებები, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები. მოსახლეობის ჯანმრთელობის ღონისძიებაზე ზედამხედველობა. ჯანმრთელობის ხელშეწყობა. 5.2 სოციალური პროგრამები - 1278.0 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სოციალური პროგრამები მოიცავს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები /რეგისტრირებული/ (მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი) მოქალაქეებისათვის დახმარების ღონისძიებებს: ოჯახების განვითარების, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის და პრევენციული ღონისძიებების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებების ერთობლიობას, აგრეთვე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების და მსგავსი გაერთიანებების მიმართ დახმარების ღონისძიებებს, სადაც მიმდინარეობს, მხოლოდ სოციალური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებებები და მასში გაერთიანებულია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირთა ჯგუფი (სოციალური ჯგუფი). მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების ფინანსური დახმარება 362.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) 1) ლეიკემიით, ჰემოფილიით და ჰომოზიგოტური B თალასემიით დაავადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება განისაზღვროს 600 ლარის ოდენობით. წლის ბიუჯეტი 10 000 ლარი. 2) შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბენეფიციარები: ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება განისაზღვროს 500 ლარით. შაქრიანი დიაბეტით (ინსულინ დამოკიდებული) ფსიქიური აშლილობით დაავადებული და სხვა შ.შ. სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები - 150 ლარი. წლის ბიუჯეტი 40 000 ლარი. 3) მარტოხელა დედები რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები დახმარება განისაზღვროს 200 ლარით. წლის ბიუჯეტი 5 000 ლარი 4) მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) – 400 ლარი. წლის ბიუჯეტი 60 000 ლარი. 5) ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა 200 ლარამდე.წლის ბიუჯეტი 60 000 ლარი. 6) რადიოაქტიური იოდით მკურნალობა – 500 ლარამდე.წლის ბიუჯეტი 5 000 ლარი. 7) ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობა (ქიმიო და სხივური თერაპია, მედიკამენტები) – 200 ლარი.წლის ბიუჯეტი 120 000 ლარი. ქვეპროგრამა (შუამდგომლობა) – 100 – დან 500 ლარამდე.წლის ბიუჯეტი 80 000 ლარი. მოსალოდნელი შედეგები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტიმულირება. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (ეპილეფსია პარკინსონი) 100.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამა ითვალისწინებს: ა) მატერიალიზებული ფორმით დახმარების (უფასო მედიკამენტების) გაცემას იმ პირების მიმართ, რომელთაც დადგენილი აქვთ დაავადება ეპილეფსია და პარკინსონი და ესაჭიროება ამავე დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, სათანადო დოკუმენტაციის და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. გ) დასაფინანსებელი მედიკამენტი განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის (რეცეპტის) საფუძველზე. დ) დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარზე ყოველთვიური საჭიროების მიხედვით, ყოველ ერთ ჯერზე საჭიროებისას არაუმეტეს ორი დასახელების მედიკამენტისა, რომელთა დაფინანსების ღირებულება თითოეული ბენეფიციარისათვის, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს. ე) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით): ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი ეპილეფსია-პარკინსონით დაავადებულთა კმაყოფილება. თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა დახმარება 34.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამა ითვალისწინებს: ა) დიალიზის (ჰემო და პერიტონიალური) პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ყოველთვიურად დახმარება 100 ლარის ოდენობით. ბ) ფინანსური დახმარება ბენეფიციარს მიეცემა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ (ფN IV-100ა). შეფასების ინდიკატორი ბენეფიციარების სტიმულირება. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისათვის „უფასო სადილით“ უზრუნველყოფა 100.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამა ითვალისწინებს: ა) მატერიალური ფორმით დახმარებას (უფასო სადილი) პირის /ოჯახის მიმართ, რომელიც არის ბაზაში რეგისტრირებული პირი/ ოჯახი ( ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 000-ს) და ამავდროულად არის უკიდურესად გაჭირვებული. ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის და შესაბამისი მოკვლევის მასალების გათვალისწინებით; გ) დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ერთ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ- უფასო სადილი ( მენიუს შესაბამისად); დ) ბენეფიციარისათვის დახმარების მიღების უფლება განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. ე) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: * შიმშილის ნაწილობრივი ან სრული აღმოფხვრა. შეფასების ინდიკატორი. - შიმშილობის აღმოფხვრ.ა ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (ახალშობილები) 80.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს: ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების/ ოჯახების მიმართ, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი და არის: სოციალურად დაუცველი ოჯახი - თუ ოჯახი (ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში (ტექსტში შემდეგ „ბაზაში რეგისტრირებული“) და ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001-ს (გარდა დევნილისა). ა) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის და სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისად. ბ) დახმარება გაიცემა, თუ: გ) ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წლის ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში და ახალშობილის ასაკი არ აღემატება 1 წელს. დ) იმავე ახალშობილისათვის ოჯახს არ მიუღია ფულადი დახმარება წინა წლის განმავლობაში; ე) ახალშობილის მშობელი - მამა, რეგისტრირებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მამის დაუდგენლობის შემთხვევაში დედა. ვ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა (ნაღდი ანგარიშსწორებით) ყოველ ერთ ახალშობილზე არაუმეტეს ერთჯერ: ზ) ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახზე - გასაცემი თანხა 250 ლარი; თ) მე-3, მე-4 და მეტი ახალშობილ ოჯახზე – 250 ლარი; ი) ტყუპი ახალშობილის ოჯახზე გასაცემი თანხა თითოეული ახალშობილისათვის - 250 ლარი; კ) დევნილის ოჯახზე გასაცემი თანხა 250 ლარი. ქვეპროგრამა „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა“ – 200 ლარი. წლის ბიუჯეტი 2 000 ლარი პროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქისათვის, რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განესაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სასამართლოს ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის დემოგრაფიული ფონდის მხარდაჭერა. სტიქიით დაზარალებული ოჯახების ფულადი დახმარება 25.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემა სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ხანძარი, ღვარცოფი, ნიაღვარი, ყინვა და სხვა) შედეგად დაზარალებული პირის/ოჯახის მიმართ, რომელთაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ განვითარებული სტიქიის გამო საცხოვრებელ სახლზე და ამავდროულად ოჯახი განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს; ბ) დახმარება გაიცემა, თუ: ბ.ა) სტიქია განვითარდა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ბ.ბ) სტიქიით გამოწვეული ზიანი და ხარისხი დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის (ორგანო, სამსახური, კომისია, სპეციალური ჯგუფი) მიერ. გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკლელევის მასალების გათვალისწინებით; დ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა (ნაღდი ანგარიშსწორებით) საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ; ე) გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 2000 (ორი ათას) ლარს. მოსალოდნელი შედეგები: - სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა. სარიტუალო-გარდაცვლილთა ოჯახების ფულადი დახმარება 30.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემას, სარიტუალო ხარჯების უზრუნველსაყოფად - თუ გარდაცვლილი პირი, გარდაიცვალა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის პერიოდში, გარდაცვალებიდან გასული არ არის 1 წელი და იყო: ა.ა)ბაზაში რეგისტრირებული (გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე მაინც) და იყო შემწეობის მიმღები; ა.ბ) დევნილის სტატუსის მქონე; ა.გ) უპატრონო მიცვალებული (უპატრონოდ მიიჩნევა პირი, რომელზეც გარდაცვალების მომენტიდან დაკრძალვამდე მზრუნველობას არ იღებს არავინ და კომისიის მიერ დასაბუთებულია გადაუდებელი აუცილებლობა დაიკრძალოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებით); ბ) ფულადი დახმარება მიეცემა დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ პირს, რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯები, მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა; ბ.ა) არის გარდაცვლილის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, შვილიშვილის მეუღლე, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ან სხვა უფლებამოსილი პირი, რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯი; ბ.ბ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; გ) ბენეფიციარი განისაზღვრება დახმარების მიღებაზე უფლებამოსილი პირის განცხადების/მომართვის შესაბამისად; დ) ფულადი დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ: დ.ა) ბაზაში რეგისტრირებული პირის გარდაცვალებისას - გასაცემი თანხა 200 ლარი; დ.ბ) დევნილის გარდაცვალებისას - გასაცემი თანხა 200 ლარი; დ.გ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი (უნაღდო ანგარიშსწორებით) - არაუმეტეს 400 ლარი. სარიტუალო დახმარება გაიცემა ომის მონაწილეების დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა. მოსალოდნელი შედეგები გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი, დევნილის სატატუსის მქონე ოჯახების მორალური და მატერიალური თანადგომა, უპატრონო მიცვალებულთა პატივგება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხრიდან კმაყოფილების გამოხატვა. სადღესასწაულო დახმარება 32 .0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 08) პროგრამა ითვალისწინებს: 1) ფულადი ან/და მატერიალური ფორმით დახმარების გაიცემას პირის /ოჯახის ან/და სოციალური ჯგუფის მიმართ, ღირშესანიშნავ, ტრადიციულ და ისტორიულ თარიღებთან დაკავშირებით სოციალური თანადგომა /მხარდაჭერის მიზნით. 2) დახმარება გაიცემა როგორც ინდივიდუალურ პირზე, ასევე სოციალურ ჯგუფზე: 3) დიდი სამსმულო ომის მონაწილეები - 200 ლარი. 4) სამშობლოს დამოუკიდფებლობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები (მეომრის - მეუღლე, შვილი, მშობელი) – 50 ლარი. 5) დედ- მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე) - 200 ლარი. 6) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, რომლებიც გაერთიანებულია სოციალურ ჯგუფად. 7) ხანდაზმული მოხუცები (100 და 100 წლის ასაკს გადაშორებული პირები) - 300 ლარი. 8) უნარშეზღუდული ბავშვები (18 წლამდე) (რომლებიც გაერთიანებულია სოციალურ ჯგუფად). 9) 9 აპრილს დაზარალებული მოქალაქეები - 200 ლარი. 10) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდაციის მონაწილეები - 200 ლარი. 11) და სხვა კომისიის მხრიდან შერჩეული პირები და სოციალური ჯგუფები: 12) უსახლკარო ბენეფიციართა დახმარება - 200 ლარი. 13) სოციალური ჯგუფი (უსახლკარო ბენეფიციართა ჯგუფი). 14) სოციალური ჯგუფი (ჰუმანიტარული ასოციაცია კათარზისი). გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების /მომართვის ან კომისიის მხრიდან პირის / სოციალური ჯგუფის შერჩევის შესაბამისად. დ) დახმარება გაიცემა (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით): დ.ა) ინდივიდუალურ პირზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს; დ.ბ) სოციალურ ჯგუფზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10000 (ათი ათას) ლარს; დ.გ) ინდივიდუალურ პირზე ან/და სოციალურ ჯგუფზე მატერიალური ფორმით (საჩუქრები, საკვები პროდუქტები, ღონისძიებათა დაფინანსება და სხვ.) გასაცემი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ერთ ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათასი) ლარს. მარჩენალდაკარგულების დახმარება 12.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 09) ომისშემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის ოჯახის დახმარება 100 ლარის ოდენობით. შესაბამისი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მხედველობით მკვეთრი და მნიშვნელოვანი სტატუსის მქონე ბენეფიციარებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება 133.0 ათასი ლარი მ/შ: (პროგრამული კოდი 06 02 10) მხედველობით I ჯგუფის (მკვეთრი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარზე განესაზღვროს დახმარება თითოეულს თვეში 40 ლარი. 200 – ბენეფიციარამდე. მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებზე თითოეულს თვეში 30 ლარი. 80 – ბენეფიციარამდე. დახმარების თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები შშმ პირების ფინანსური დახმარება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ომის მონაწილეების და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ბრძოლის მონაწილეების ფინანსური დახმარება. 38.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 11) წარმოდგენილი უნდა იქნეს: - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა( ასლი) - დევნილის მოწმობა (ასლი)( არსებობის შემთხვევაში) - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი) საბანკო ანგარიშის ნომერი. საცხოვრებლით უზრუნველყოფა 06.02.12) 92.0 ათასი ლარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, იმ პირების /ოჯახების მიმართ რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევა საცხოვრებელი სახლი, არ აქვს თავშესაფარი და სხვა) და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას 5000 ლარის ფარგლებში (შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე). ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების ფინანსური დახმარება 10.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 15) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა, დახმარება გაიცემა ყოველთვიიურად ფულადი ფორმით 100 ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე: - მშობლის განცხადება; - ბავშვის დაბადების მოწმობა; - ბანკის ანგარიშის ნომერი; - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აღრიცხვაზე მყოფი ბავშვის შესახებ. სამედიცინო მომსახურეობის ფინანსური დახმარება – 230.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 16) 1) არასაპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეები, რომლებიც დაავადებული არიან კოქსართროზით და საჭიროებენ მენჯ-ბარძაყის პროტეზირებას, მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 100 001 ქულამდე. - დახმარება განესაზღვრათ ოპერაციის ღირებულების 50%-ით, ( უნაღდო ანგარიშსწორებით) 2) მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული ქირურგიული ოპერაციები და მომსახურება) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ პაციენტის მიერ დარჩენილი სახელმწიფოს დაუფარავი სერვისების გადასახადი წილის 50%-ით (უნაღდო ანგარიშსწორებით). პაციენტის მიერ |
მუხლი 17 |
პრემიების გაცემა განხორციელდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 დეკემბრის №56 დადგენილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, გარდა ამისა თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია გაზარდოს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ,,შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა. |
მუხლი 18 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ,,შრომის ანაზღაურების მუხლით განსაზღვრული პრემია გაცემული იქნეს სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. |
მუხლი 19 |
2017 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 დეკემბრის №35 დადგენილება ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“. |
მუხლი 20 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
მუხლი 21 |
აღნიშნული დადგენილება ძალაში შევიდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები