„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 104-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 440000000.05.001.018249
104-Iს
16/12/2016
ვებგვერდი, 27/12/2016
440000000.05.001.018249
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 103 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას. დაწესებულების დირექტორი 5 წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორად ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ აირჩეს.

3. დაწესებულების დირექტორს დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31−34 პუნქტები:

„31. დაწესებულების დირექტორს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობაზე ნიშნავს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

32. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი დაწესებულების წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.

33. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

34. დაწესებულების სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ  კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი კანდიდატს ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, დაწესებულების სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს, რომელიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით. დაწესებულების დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან დაწესებულების წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

2. მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო იძლევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საამისოდ საჭირო ასიგნებათა გამოყოფის, სამეცნიერო ხარისხების საზღვარგარეთ ცნობის (ნოსტრიფიცირების სისტემის მოქმედების) გარანტიას.

3. უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის მიზნით სახელმწიფო აყალიბებს ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევის და მომავალი შემოქმედებითი, სამეცნიერო საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემას; შეღავათიან პირობებს უქმნის ახალგაზრდების შერჩევითა და აღზრდით დაკავებულ ორგანიზაციებს; ეხმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს; ავითარებს სასწავლო-საწარმოო კომპლექსების ქსელს და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების სხვა ფორმებს.“.

მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდების (დებულების) ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა  ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შეიმუშაონ  სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებაში (დებულებაში) შესატანი ცვლილების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინონ შესაბამის  სამინისტროს.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 დეკემბერი 2016 წ.

N104-Iს